სასწავლო პროექტი
Страны, в которых мы живём.
მიზანი: თემატური ლექსიკის გახსენება, გამდიდრება და გააქტიურება;
კომუნიკაციისა და სოციალური უნარების განვითარება;
სსიპ ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი: IX კლასი
პროექტის ფასილიტატორი: ელისო ხურცილავა
2017-2018 სასწავლო წელი
იდეა/თემა: პროექტი
ითვალისწინებს ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობის, ისტორიის, კულტურული
მემკვიდრეობის, სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მოწყობის შესახებ ინფორმაციის
მოძიება-მოკვლევასა და გადმოცემას; ისტორიულ-პოლიტიკური ლექსიკის გააქტიურებას,
გამდიდრებასა და პრაქტიკაში გამოყენებას;
ნაკლულ ტექსტზე
მუშაობის უნარის დახვეწას; სასწავლო პროექტზე მუშაობის გამოცდილების შეძენას.
მნიშვნელობა/აქტუალობა:
თანამედროვე პოლიტიკური რეალობის პერიოდში, როცა
ასე გახშირდა ქვეყნებისა და სახელმწიფოების ისეთი ხელშეუხებელი პირობების
დარღვევა, როგორიცაა აღიარებული საზღვრები, დედაქალაქები, ტერიტორიული მოწყობა და მისთანანი, აქტუალური ხდება მოსწავლეებმა უცხო ენაზე იცოდნენ პოლიტიკურ-ისტორიული ტერმინოლოგია და ლექსიკა. ასევე, გამომდინარე
იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი
ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაა, რომ ჩვენი
ქვეყნის მაგალითზე მსოფლიოში გაჩნდა ახალი პოლიტიკური ტერმინი „მცოცავი ოკუპაცია“,
რომ საქართველოს არაკეთილსაიმედო გარემოში უწევს „მეზობლობა“, ხაალგაზრდა თაობას სჭირდება რუსულ ენაზე დამაჯერებელი,
სწორი, არგუმენტირებული მსჯელობის უნარის ჩამოყალიბება.
მიზანი: მოსწავლეებში
ცოდნის კონსტრუირების, კონსერვაციისა და მედიაციის უნარების დახვეწა-განვითარება, გამჭოლი
კომპეტენციების (საგანთაშორისი კავშირების) აუცილებლობის დემონსტრირება, მოსწავლეებისთვის
ახალი, მათთვის საინტერესო მასალის მოძიების, სელექციისა
და მოპოვებული ინფორმაციის საზოგადოების წინაშე წარდგენის უნარების
განვითარების ხელშეწყობა; ჯგუფისთვის და ჯგუფში მუშაობის პრინციპების განვითარება;
ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებული
კმაყოფილებისა და ესთეტიკური სიამოვნების თანაგანცდა; თვითშეფასების უნარის
განვითარება.
შეფასების კრიტერიუმები (იხ.დანართი 1)
მონაწილეთა ასაკი: IX კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 2
კვირა
მოსალოდნელი შედეგები:
·
მოსწავლეები შეძლებენ ისტ-ის მეშვეობით მოიპოვონ, დახვეწონ და წარმოადგინონ საპრეზენტაციო მასალები;
·
გაუაქტიურდებათ
პოლიტიკურ-ისტორიული ლექსიკა;
·
შეძლებენ
სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებული გრამატიკული მოდელბისა და
კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენებას;
·
გამოუმუშავდებათ ნაკლულ
ტექსტზე მუშაობის, ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარები;
·
შეძლებენ თვალსაჩინოდ
დაინახონ საგანთაშორისი კავშირები;
·
შეძლებენ ნასწავლ
მასალაზე ააგონ ახალი ცოდნა და გაიფართოონ თვალსაწიერი;
·
შეექმნებათ პოზიტიური
დამოკიდებულება სხვა ქვეყნების პოლიტიკური, სოციო-კულტურული გარემოს მიმართ.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:
ლეპტოპები, პროექტორი, ხმის გამაძლიერებელი. მასალების მოძიებისა და პრეზენტაციისთვის, ციფრული ფოტოაპარატი და კამერა. დოკუმენტური ფილმი ესტონეთის შესახებ, სამუშაო ტექსტური მასალები, ფერადი (თეთრი, შავი და ლურჯი) ფორმატის ქაღალდები, მაკრატლები (3 ცალი), თავშლები, სახაზავი (3 ცალი).
ლეპტოპები, პროექტორი, ხმის გამაძლიერებელი. მასალების მოძიებისა და პრეზენტაციისთვის, ციფრული ფოტოაპარატი და კამერა. დოკუმენტური ფილმი ესტონეთის შესახებ, სამუშაო ტექსტური მასალები, ფერადი (თეთრი, შავი და ლურჯი) ფორმატის ქაღალდები, მაკრატლები (3 ცალი), თავშლები, სახაზავი (3 ცალი).
სასწავლო პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს
გავაცნობ პროექტის თემასა და მიზნებს. ბავშვებს ვყოფ რამდენიმე ჯგუფად, ვაძლევ
საშუალებას თავად აირჩიონ ლიდერები და
ვეხმარები მათ ჯგუფებში ფუნქციების გადანაწილებაში. და ვაძლევ დავალებებსა და საჭირო მითითებებს, თუ რა
მასალები მოიძიონ ამ პროექტისათვის. პერიოდულად ვხვდები ჯგუფებს დახმარებისა და
სთანადო რჩევების მისაცემად.
დავალება: ჯგუფებს
ეძლევათ დავალებად მოიძიონ, დაახარისხონ და საპრეზენტაციოდ მოამზადონ ინფორმაცია
მითითებული ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობისა და სახელმწიფო მოწყობის შესახებ ნასწავლი
ლექსიკის, გრამატიკული კონსტრუქციების
გამოყენებით და ახალი თემატური ლექსიკის დამატებით. მოსწავლეთა სურვილის
გათვალისწინებით ჯგუფებში სამუშაოდ შეირჩა შემდეგი ქვეყნები:
I ჯგუფი- საქართველო;
II ჯგუფი- თურქეთი;
IIIჯგუფი- იტალია.
კლასში დამსწრე
საზოგადოებას ყოველი ჯგუფი წარუდგენს
თავისი კვლევის პროდუქტს ფორმატზე
განთავსებული მასალის, ლეპბუქების, სლაიდებისა და მაკეტების სახით.
პროექტის კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან:
ა) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება:
გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი:
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან:
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი:
უცხო ენა(რუსული)
მიმართულება: კითხვა
უცხ.ს.IV.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი
(მაგ., მასალა საყმაწვილო ენციკლოპედიიდან,
სტატია საყმაწვილო ჟურნალიდან/გაზეთიდან, ცნობარი და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს მთავარ
თემას/საკითხებს;
·
ამოიცნობს ტექსტის
ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ
ინფორმაციას;
·
ამოკრებს ინფორმაციას
დიფერენცირებულად და აჯგუფებს სხვადასხვა ნიშნით;
აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას
საკუთარ გამოცდილებასთან.
უცხ.ს.IV.10.
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღალი კითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
შეარჩევს ტექსტს/ნაწყვეტს,
რომლის წაკითხვაც სურს აუდიტორიის წინაშე;
·
ხმამაღლა წაკითხვამდე გაიაზრებს
ტექსტის შინაარსს;
·
შინაარსის შესაბამისად
ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრსა და სიმაღლეს;
·
კითხვის პროცესში ცდილობს
მხედველობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან;
·
მეტყველებს გარკვევით და
მკაფიოდ.
მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.ს.IV.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო
ენობრივ უნარ-ჩვევებს.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ინტერაქციის წარმართვისას
სათანადოდ შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს;
·
იყენებს სასაუბრო
თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას;
·
იყენებს მარტივ ენობრივ
სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების გამოსახატად.
ლაპარაკის სტრატეგიები
უცხ.ს.IV.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად
გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წინასწარ ამზადებს
საჭირო რესურსს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს;
·
აუდიტორიის წინაშე
გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
·
გაუგებრობის
შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას;
·
სიტყვის დავიწყების/არცოდნის
შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ., მიმიკას, ჟესტიკულაციას, პერიფრაზირებას, აღწერს ნაგულისხმევ
საგანს ან მიუთითებს რაში გამოიყენება და სხვა);
·
სამეტყველო
ამოცანების გადასაჭრელად იყენებს სხვა ენებზე მიღებულ გამოცდილებას;
·
აანალიზებს
იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატებას ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი
გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს გამოსწორების გეგმას.
მიმართულება: კულტურათა დიალოგი
უცხ.ს.IV.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურის რეალიებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ასახელებს სამიზნე
ქვეყანასთან/ქვეყნებთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ მონაცემებს, მნიშვნელოვან
ისტორიულ მოვლენებს (მაგ., სამიზნე ქვეყნების
დედაქალაქებს, გერმანიის გაერთიანების დღეს, ასწლიან ომს და სხვა);
·
ცნობს ხელოვნებისა
და არქიტექტურის ნიმუშებს (მაგ., ბრანდენბურგის
კარიბჭეს, ვერსალის სასახლეს, ბიგ ბენს, ოსტანკინოს
ანძას და სხვა);
უცხ.ს.IV.22. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების
სოციოკულტურის რეალიებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იცნობს სამიზნე
ქვეყნების ტრადიციებს, ადათებს, ზნე-ჩვეულებებს.
უცხ.ს.IV.23. მოსწავლე
იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ავლებს პარალელს უცხოურ
და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს;
მიმართულება: უცხოური ენის პრაქტკული გამოყენება
(მედიაცია)
უცხ.ს.IV.24. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა
ტიპის პროექტი (მაგ., ზეიმის მოწყობა, შეხვედრები იმავე
ქალაქში/რეგიონში მოღვაწე უცხოურენოვანებთან, მუზეუმის კატალოგის უცხოენოვანი
ვერსიის შექმნა სკოლის ვებ-გვერდზე განსათავსებლად და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
·
გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს,
შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
·
მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
·
გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
·
გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
·
შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
·
განახორციელებს პროექტს;
·
გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს
მას აუდიტორიის წინაშე.
მიმართულება: სწავლის სწავლა
უცხ.ს.IV.25. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი
დავალების მოთხოვნები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;
·
გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს;
·
განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომელსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების
შესასრულებლად;
·
განსაზღვრავს რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება,
კონსულტაცია;
·
განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათვის.
უცხ.ს.IV.26. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიული უნარების გამოყენება
წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სამუშაოს დაწყებამდე ახდენს ცოდნის მობილიზაციას;
·
მონაწილეობს აზრთა გაცვლაში იმის შესახებ, თუ როგორ მიდგომებს გამოიყენებს ამა თუ იმ ეტაპზე კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად;
·
საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, კონსულტაციას;
·
აანალიზებს შეცდომების, ხარვეზების მიზეზებს;
·
მონაწილეობს თვითშეფასებასა
და თანაშეფასებაში (მოსწავლე-მასწავლებელი ან
მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ);
·
ასახელებს წარუმატებლობის
ფაქტორებს, მიზეზებს (მაგ., სათანადოდ არ გამოიყენა
რესურსი, ვერ გამოკვეთა აქტივობის მთავარი ამოცანა, გამოტოვა ერთი ეტაპი, ამოცანა დაუძლეველი
მოეჩვენა, იყო უგუნებოდ და სხვა);
·
ამჩნევს და ასახელებს საკუთარ
ხარვეზებს;
·
ადგენს, თუ რა ზომებს უნდა
მიმართოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
უცხ.ს.IV.27. მოსწავლეს შუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის
ხელშესაწყობად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოიძიებს ინფორმაციას როგორც
სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკა,
მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი და სხვა);
·
მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო
მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
·
იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ
მასალის/ტექსტის შესაქმნელად/დასამუშავებლად;
·
იყენებს ისტ-ს პროექტების
განსახორციელებლად.
უცხ.ს.IV.28. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა
და ეფექტურად გამოყენების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აღქმა-დამახსოვრების ხელშესაწყობად მიმართავს ინფორმაციის ორგანიზების სხვადასხვა
ხერხს (სემანტიკურ რუკას, სქემატურ ჩანაწერებს, ტაბულას, გრაფიკს, მონაცემთა ბაზას და სხვა), ავლენს
ლოგიკურ კავშირებს ინფორმაციის სხვადასხვა ნაწილებს შორის;
·
სხვადასხვა პარამეტრის
მიხედვით ახარისხებს/აჯგუფებს მოპოვებულ ინფორმაციას.
უცხ.ს.IV.29. მოსწავლეს
შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების
გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
·
ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
·
მოქმედებს გუნდის წვრებთან
შეთანხმებულად; მსჯელობს თანაგუნდელებთან
(პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად);
·
ისმენს სხვების მოსაზრებებს,
გამოთქვამს საკუთარს;
·
უთანხმოებისას ცდილობს
შეთანხმების მიღწევას;
·
ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
·
მონაწილეობს თანაშეფასებაში
შედეგის გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
საგანი გეოგრაფია
მიმართულება: დრო და სივრცე
გეო.IX.1. მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; შეადგინოს თემატური რუკები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• აანალიზებს რუკების, გრაფიკების, ცხრილების, დიაგრამების და სქემების სშუალებით წარმოდგენილ გეოგრაფიულ ინფორმაციას;
• საკვლევი მიზნის გათვალისწინებით მოიძიებს და საჭიროებისამებრ იყენებს შესაბამის თემატურ რუკებს;
მიმართულება: გარემო და სოციალური სისტემები
გეო.IX.8. მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან.
გეო.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების
მდებარეობა რუკაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• იყენებს პოლიტიკურ რუკას და აღწერს პირობით ნიშნებს (ფერები, საზღვრები), რომლითაც ხდება ტერიტორიების (სახელმწიფოები, ცალკეული ადმინისტრაციული ერთეულები, დედაქალაქები) აღნიშვნა პოლიტიკურ რუკაზე;
• იყენებს ატლასს და ახასიათებს ერთ-ერთ რეგიონს (მდებარეობა, საზღვრები, რელიეფი, ჰიდროგრაფიული ქსელი, ადმინისტრაციული ცენტრები);
საგანი ისტორია:
ისტ.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია ახსნას სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• განმარტავს სახელმწიფოს ცნებას და ახასიათებს მის ძირითად ელემენტებს (მმართველობის ფორმა, სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა, პოლიტიკური რეჟიმი);
• ირჩევს რომელიმე ქვეყანას და მის მაგალითზე ჩამოთვლის მიზეზებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სახელმწიფო მმართველობის ცვლილებადობაზე;
ისტ.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• გამოყოფს და აღწერს დემოკრატიის ჩასახვისა და განვითარების ისტორიულ ეტაპებს;
• ახასიათებს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს და უკავშირებს მათ ადამიანის უფლებებსა და მოვალეობებს; საკუთარ მოსაზრებას ასაბუთებს მისთვის ცნობილი საერთაშორისო დოკუმენტების დებულებების მეშვეობით (მაგ.: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია და სხვა);
პროექტის
კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან:
ა) ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;
გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
პროექტ-გაკვეთილის
მსვლელობა
გაკვეთილის
ფაზები
|
აქტივობა
|
აღწერა
|
დრო
|
1 ეტაპი
გამოწვევის ფაზა
|
საორგანიზაციო
საკითხები:
მოსწავლეთა დასწრების
აღნიშვნა.
გაკვეთილის თემის
გამოცხადება.
შეფასების
კრიტერიუმების გაცნობა.
|
ვაცხადებ გაკვეთილის
თემას და გავაცნობ
მოსწავლეებს, თუ რა კრიტერიუმით მიიღებენ შეფასებებს.
|
1 წთ.
|
აქტივობა 1
|
ასოციაციური რუკის
შექმნა.
|
შემდეგ დაფაზე მივაწერ
სიტყვას „ГОСУДАРСТВО“
მოსწავლეები იტყვიან
თავიანთ მოსაზრებებს მოცემულ სიტყვაზე.
|
2 წთ.
|
აქტივობა
2
|
გრამატიკული მოთელვა
|
ვიხსენებთ მოდელს;
граничит что? с чем?
და ვთავაზობ ლექსიკური
სავარჯიშოს შესრულებას სახელმძღვანელოდან.
|
3 წთ.
|
აქტივობა
3
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.
I ჯგუფი - ГРУЗИЯ
II ჯგუფი -
ТУРЦИЯ
III ჯგუფი - ИТАЛИЯ
|
14 წთ.
|
2 ეტაპი
სიღრმისეული წვდომა
აქტივობა
4
აქტივობა
5
|
ჯგუფად დაყოფა.
ჯგუფური მუშაობა
|
ვურიგებ მოსწავლეებს
ფერად ქაღალდებისგან გამოჭრილ სხვადასხვა ფერის ზოლებს და ვაერთიანებ ჯგუფებად ფერადი
ქაღალდების სიგრძის (და არა ფერის) მიხედვით
გუნდებს ვურიგებ და ვაჭრევინებ
ფერადი (ლურჯი, შავი და თეთრი) ქაღალდებისგან ზოლებს და ვეუბნები, რომ უნდა
დაიცვან ზოლების პარამეტრები, თითო ზოლის სიფართე უნდა იყოს 24 სმ. მაგრამ შეზღუდული
არიან დავალების შესრულების შესაძლებლობაში:
1 ჯგუფი ჭრის თვალახვეული ლურჯი ფერის ზოლს;
2 ჯგუფი ჭრის ერთმანეთთან ხელებგადაჯაჭვული შავი ფერის ზოლს;
3 ჯგუფი კი - პირაკრული ანუ უსიტყვოდ ჭრის თეთრი
ფერის ზოლს. .
|
1 წთ.
.
3 წთ.
|
აქტივობა 6
|
მინი ლექცია
|
ვუყვები მოსწავლეებს,
თუ რატომ ავარჩიე სამუშაო მასალად ესტონეთის სახელმწიფო;
(ის არის საქართველოს
ლობისტი ქვეყანა ევროკავშირში), რომ ეს ფერები შეადგენს ესტონეთის დროშის ფერებს
და თუ რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა წინა აქტივობას (ესტონეთი პოსტსაბჭოთა
ქვეყანაა, რომელმაც მოახერხა დამოუკიდებლობის მოპოვება და ევროკავშირში
გაერთიანება, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში შეუძლებელი იყო სიმართლის
დანახვა, იდეოლოგიის კრიტიკა და თავისუფლებისკენ სწრაფვა. სწორედ ამის სიმბოლური
გამოხატულება იყო დავალებების შესრულება უსიტყვოდ, თვალახვეულად და
ხელებშეკრულად.
|
2 წთ.
|
აქტივობა
7.
აქტივობა 8
|
ნაკლულ ტექსტზე
მუშაობა.
ნამუშევრების
წარმოდგენა და გასწორება.
|
ჯგუფებს ურიგდებათ
ტექსტის ნაწყვეტები ესტონეთის შესახებ. (იხ. დანართი 1)
I ჯგუფი - Территория
Эстонии;
II ჯგუფი -
Государственный строй;
III ჯგუფი - Внешняя политика;
პროექტორით თვალსაჩინოდ გამოეფინება, თუ როგორ
უნდა შეესრულებინათ ჯგუფებს დავალებები. ჯგუფიდან თითო წევრი კითხულობს
დავალებას. (იხ. დანართი 2)
|
6 წთ.
2 წთ.
|
აქტივობა 9
|
ტექსტის აწყობა
ქართულად და თარგმნა რუსულად.
|
ჯგუფებს ურიგდებათ ასაწყობი ინფორმაცია ქართულ
ენაზე და რუკები ფინეთის, ბულგარეთისა და შვედეთის და ეძლევათ დავალებად,
მოამზადონ ქართული ტექსტი მიწოდებულ მასალაზე დაყრდნობით ამ ქვეყნების
ტერიტორიული და სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ. მერე კი „კარუსელის
პრინციპით“ ცვლიან ჯგუფებში ამ ტექსტებს და მუშაობენ თარგმნაზე. (იხ. დანართი 5).
|
6 წთ.
|
აქტივობა 10
|
ნამუშევრების წარდგენა
და გასწორება.
|
ჯგუფები კითხულობენ სხვა ჯგუფისგან მიღებულ ქართულ ტექსტს და საკუთარი ჯგუფის მიერ გაკეთებულ თარგმანს.
|
4 წთ.
|
მე-3 ეტაპი
რეფლექსია
აქტივობა
9
|
გაკვეთილის
შეჯამება და საშინაო დავალების მიცემა
|
ვაჯამებთ გაკვეთილს
კითხვა-პასუხის რეჟიმში;
ვაძლევ დავალებას: სამუშაო რვეული გვ. 47,
სახელმძღვანელოში კი გვ. 76 შეავსონ ცხრილი.
|
1 წთ.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
ქულები
/
კრიტერიუმები |
10-9
|
8-7
|
6-5
|
4-3
|
2-1
|
ჩართულობა
ჯგუფის
მუშაობაში
|
მოსწავლე მზად არის მაქსიმალურად შეიტანოს
საკუთარი წვლილი ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს მას რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი
იდეა.
|
მოსწავლე მზად არის შეიტანოს საკუთარი წვლილი
ჯგუფის მუშაობაში.
|
მოსწავლე ნაწილობრივ არის მზად შეიტანოს საკუთარი
წვლილი ჯგუფის მუშაობაში.
|
მოსწავლეს იშვიათად შეაქვს საკუთარი წვლილი
ჯგუფის მუშაობაში.
|
მოსწავლეს თითქმის არ შეაქვს წვლილი ჯგუფის
მუშაობაში.
|
თანამშრომლობა
ჯგუფის
წევრებთან
|
მას ყოველთვის შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების
წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
|
მას უმეტესწილად შეუძლია ჯგუფის სხვა წევრების
წინადადებებს მოუსმინოს, გაითვალისწინოს და განავითაროს.
|
იგი ხშირად უსმენს სხვა წევრების წინადადებებს,
ითვალისწინებს და ცდილობს მათ განვითარებას.
|
იგი იშვიათად უსმენს ჯგუფის სხვა წევრების
წინადადებებს, ნაკლებად ითვალისწინებს და თითქმის არ ცდილობს მათ განვითარებას.
|
იგი არ უსმენს, არ ითვალისწინებს და არ ცდილობს
ჯგუფის სხვა წევრების წინადადებების განვითარებას.
|
პრეზენტაცია
|
მოსწავლე აერთიანებს ჯგუფის მიერ დამუშავებულ მასალას
და აკეთებს მის სრულყოფილ პრეზენტაციას. ამასთანავე, ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან
და სწორად მიაქვს ინფორმაცია მსმენელთან.
მისი ლექსიკა გამართულია, გრამატიკა დახვეწილი.
|
მოსწავლე აერთიანებს ჯგუფის მიერ დამუშავებულ მასალას,
მაგრამ ვერ აკეთებს მის სრულყოფილ წარმოჩენას,
მისი პრეზენტაცია დამატებას საჭიროებს, თუმცა ახერხებს აუდიტორიის ყურადღების მიქცევას.
|
მოსწავლეს უჭირს
გაააერთიანოს ჯგუფის მიერ დამუშავებული მასალა, ნაწილობრივ ახერხებს
მის წარმოჩენას, ამაში მას ეხმარებიან
ჯგუფის წევრები, მისი ყურადღება მხოლოდ საკითხავი მასალისკენაა მიმართული, რის გამოც
ვერ იქცევს აუდიტორიის ყურადღებას.
|
მოსწავლეს ვერ უყრის თავს ჯგუფის მიერ დამუშავებული მასალას, დამოუკიდებლად
ვერ ახერხებს მის წარმოჩენას, უჭირს საკითხავი მასალის წაკითხვა, ხსირ შემთხვევაში,
თვითონაც ვერაა გარკვეული იმ საკითხში, რაზეც საუბრობს. მას არ უსმენენ.
|
მოსწავლეს საერთოდ ვერ წარმოაჩინოს ჯგუფის მიერ დამუშავებული
მასალა, მას არა აქვს განვითარებული კითხვის
უნარ-ჩვევები იმ დონეზეც კი, რომ სხვების ნაწერი წაიკითხოს.
|
დროის
ლიმიტი
|
იცავს დროის ლიმიტს, აღნიშნავს მხოლოდ საჭირო მასალას.
|
ყურადღებას აქცევს დროის ლიმიტს, ცოტათი ნაჩქარევი
გამოსდის.
|
დროს ვერ ანაწილებს და სათქმელი რჩება ლიმიტის ამოწურვის
გამო.
|
დიდ დროს ანდომებს ამოკითხვას, დროში ან ვერ ეტევა
ან არ აგრძელებს პრეზენტაციას.
|
ვერ საზღვრავს დროს ვერც ჯგუფური მუშაობისას და ვერც
პრეზენტაციისას.
|
პრეზენტატორის შეფასების კრიტერიუმები
კრიტერიუმები
|
ქულა
1/2/3
|
|
1
|
აზრის ჩამოყალიბება, ნასწავლი და ახალი თემატური ლექსიკის გამოყენება და პასუხის სწორად ჩამოყალიბების უნარი.
|
3
|
2
|
ინდივიდუალური აქტიურობა და ჩართულობა ჯგუფურ მუშაობაში.
|
2
|
3
|
სწორი მეტყველება და საუბრის შეუფერხებლობა.
|
2
|
4
|
გრამატიკული კონსტრუქციის
სწორად გამოყენება
|
2
|
5
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
1
|
დანართი 1. ჯგუფებისთვის დასარიგებელი მასალა.
I группа
Балтийского; Россией; расположенное
в Северной
Европе; юге; союза, морская граница; Финляндией; омывается; Рижского заливов (რიგის ყურე);
Эсто́ния (эст. Eesti), официальное
название — Эсто́нская Респу́блика (эст. Eesti
Vabariik) — государство,(1) ----
----- -----, на
восточном побережье (2) ----- моря, омываемое водами Финского и (3) ----
----- .
На востоке граничит с (4)---- на (5) --- с Латвией. На севере, в Финском заливе, проходит (6)--- --- с (7) ---. На севере и западе (8) --- водами Балтийского моря. Является членом Европейского (9) --- , Еврозоны, НАТО.
На востоке граничит с (4)---- на (5) --- с Латвией. На севере, в Финском заливе, проходит (6)--- --- с (7) ---. На севере и западе (8) --- водами Балтийского моря. Является членом Европейского (9) --- , Еврозоны, НАТО.
ესტონეთის რუკა
II группа
конституции; Правительству; однопалатному
парламенту; Главой
государства; Таллин; парламентской республикой; утверждается (მტკიცდება ანუ ამტკიცებს); премьер-министр; 4 года;
Согласно действующей ---- (1), принятой в 1992 году, Эстония является независимой
демократической
--- --- (2).
в состав которого входит 101 депутат. Парламент
избирается на -- -- (4).
Исполнительная власть принадлежит --- (6) Республики. Правительство возглавляет --- (7). Кабинет
министров --- (8) президентом по представлению
кандидата в премьер-министры.
В стране статус городов имеют 33 населённых
пункта. Столица Эстонии город
III группа
валюту; является; Европейского; Совета Европы; монетарной политики; возможность (საშუალება) ; без визы;
границы; миссиях;
С 29 марта 2004 года Эстония --- (4) также членом НАТО. Участвует в военных --- (5) НАТО в Ираке и Афганистане.
Граждане
Эстонии могут путешествовать --- --- (7) по странам Европейского Союза и
странам-членам Европейского экономического пространства. При этом
По состоянию на 19 октября 2012 года граждане Эстонии имеют --- (9)
посещать без визы 117 государств
и территорий.
დანართი 3. დავალება ასე
უნდა შესრულდეს:
I группа
Балтийского; Россией; расположенное
в Северной
Европе; юге; союза, морская граница; Финляндией; омывается;
Рижского заливов;
Рижского заливов;
Эстония (эст. Eesti), официальное
название — Эстонская Респу́блика (эст. Eesti
Vabariik) — государство,(1) ----
----- -----, на
восточном побережье (2) ----- моря, омываемое водами Финского и (3) ----
----- .
На востоке граничит с (4)---- на (5) --- с Латвией. На севере, в Финском заливе, проходит (6)--- --- с (7) ---. На севере и западе (8) --- водами Балтийского моря. Является членом Европейского (9) ---,Еврозоны, НАТО.
На востоке граничит с (4)---- на (5) --- с Латвией. На севере, в Финском заливе, проходит (6)--- --- с (7) ---. На севере и западе (8) --- водами Балтийского моря. Является членом Европейского (9) ---,Еврозоны, НАТО.
Эстония (эст. Eesti), официальное
название — Эстонская Республика (эст. Eesti
Vabariik) — государство, расположенное в Северной Европе, на восточном побережье Балтийского моря, омываемое
водами Финского и Рижского заливов. На востоке
граничит с Россией , на юге с Латвией. На севере, в Финском заливе, проходит морская граница с Финляндией. На севере и западе омывается водами Балтийского
моря. Является членом Европейского союза, Еврозоны, НАТО и участником Шенгенского соглашения.
17 сентября 1991 года Эстония была принята в ООН,
17 сентября 1991 года Эстония была принята в ООН,
II группа
конституции; Правительству; однопалатному
парламенту; Главой
государства; Таллин; парламентской республикой; утверждается (მტკიცდება ანუ ამტკიცებს); премьер-министр; 4 года;
Согласно действующей ---- (1), принятой в 1992 году, Эстония является независимой
демократической
--- --- (2).
Законодательная власть принадлежит Рийгикогу (эст. Riigikogu) — --
-- (3), в состав
которого входит 101 депутат. Парламент
избирается на -- -- (4).
Исполнительная власть принадлежит --- (6) Республики. Правительство
возглавляет --- (7). Кабинет министров ---
(8) президентом по представлению
кандидата в премьер-министры.
В стране статус городов имеют 33 населённых
пункта. Столица Эстонии город --- (9) насчитывает около 400 тыс.
жителей. Второй по величине город — Тарту,
третий — Нарва.
Согласно действующей --конституции (1), принятой в 1992 году, Эстония является
независимой демократической парламентской
республикой
(2).
Законодательная власть
принадлежит Рийгикогу (эст. Riigikogu) однопалатному парламенту (3), в состав которого входит 101 депутат. Парламент
избирается на -4 года (4).
Исполнительная власть принадлежит Правительству (6) Республики. Правительство возглавляет премьер-министр (7). Кабинет министров утверждается (8) президентом по
представлению кандидата в премьер-министры.
В стране статус городов имеют 33
населённых пункта. Столица –Т аллин (9) насчитывает около 400 тыс. Жителей.
Второй по величине город (почти 100 тыс. населения) — Тарту, третий (более 50
тыс. населения) — Нарва.
III группа
валюту; является; Европейского; Совета Европы; монетарной политики; возможность (საშუალება) ; без визы;
границы; миссиях;
С 29 марта 2004 года Эстония --- (4) также членом НАТО. Участвует в военных --- (5) НАТО в Ираке и Афганистане.
Граждане
Эстонии могут путешествовать --- --- (7)
по странам Европейского Союза и странам-членам Европейского экономического пространства. При этом
По состоянию на 19 октября 2012 года граждане Эстонии имеют --- (9) посещать
без визы 117 государств и территорий.
С 1 мая 2004 года Эстония является членом Европейского (1) союза, а с 1 января 2011 года и Еврозоны.
Эстония перешла на единую европейскую---
валюту
(2) и
отказалась от самостоятельной монетарной политики (3).
С 29 марта 2004 года Эстония является (4) также членом НАТО. Участвует в военных миссиях (5) НАТО в Ираке и Афганистане.
Граждане Эстонии могут путешествовать без визы (7) по странам Европейского Союза и
странам-членам Европейского экономического пространства. При этом границы (8) они могут
пересекать как с паспортом, так и с ИД-карточкой.
По состоянию на 19 октября 2012 года граждане Эстонии имеют возможность (9) посещать без визы 117 государств и
территорий.
დანართი 4. ესტონეთის დროშა.
დანართი 5. ასაწყობი ინფორმაცია
დედაქალაქი
(დაუდიდესიქალაქი) |
||
ოფიციალურიენა
|
||
მთავრობა
|
||
-
|
||
-
|
ბულგარეთი (ბულგ. България), ოფიციალური სახელი ბულგარეთის რესპუბლიკა (Република
България) — ბალკანეთის ნახევარკუნძული, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა.
დედაქალაქი
დაუდიდესიქალაქი |
||
ოფიციალურიენა
|
||
ლიდერები
|
||
-
|
||
-
|
||
საკანონმდებლო ორგანო
|
ფინეთი
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი |
||
ოფიციალურიენა
|
||
-
|
||
-
|