- პროექტის სახელწოდება: "გაიცანით ზუგდიდი".
- პროექტის მთავარი იდეა (თემა): ნასწავლი ლექსიკური მასალის, ფრაზებისა და გამოთქმების, ენობრივი კონსტრუქციების პრაქტიკული გამოყენება; საკუთარი მხარისა და ქალაქის ისტორიული ძეგლების მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის სტიმულირება; კვლევისა და შემოქმედებითობის უნარების განვითარების ხელშეწყობა.
- პროექტის თემის აქტუალობა:
ჩვენს ქალაქში რუსულენოვანი ტურისტების მოზღვავებასთან დაკავშირებით, დღის წესრიგში დგება რუსულ ენაზე ქალაქის ღირსშესანიშნაობებებზე ელემენტარული ინფორმაციის ფლობა და მათთვის მიწოდება. - პროექტის მიზნები: პრაქტიკული ამოცანის გადასაწყვეტად გამოიყენებენ ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებსა და ლექსიკურ ელემენტებს; გამოუმუშავდებათ ენობრივი ბარიერის გადალახვის უნარი და გაუჩნდებათ რუსულენოვან ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი; შეექმნებათ დადებითი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება შესასწავლი ენისადმი;
- მონაწილეთა ასაკი: X კლასი.
- ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები დააგროვეს გარკვეული ცოდნა, გადალახეს ენობრივი ბარიერი, გაუჩნდათ რუსულად ინტერაქციის სურვილი, ენის პრაქტიკულად გამოყენების შემდეგ გაუჩნდათ სტიმული და მიღწეული შედეგით გამარჯვების შეგრძნება, შექმნეს ბუკლეტები, სამარშრუტო რუკები რუსულენოვანი ტურისტებისთვის. - პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ამობეჭდილი ფოტოები, თაბახის ფურცლები, მარკერები, წებო, მაკრატელი, ინტერნეტ სივრცე, ლიტერატურა.
- პროექტის მსვლელობა, ძირითადი აქტივობები:
პროექტს დავგეგმავ მოსწავლეებთან ერთად, კლასს დავყოფ ოთხ ჯგუფად, დავალებებს გადავანაწილებ ასე:
I ჯგუფი - ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ისტორია;
II ჯგუფი- ზუგდიდის მუზეუმები;
III ჯგუფი- ისტორია ღვთისმშობლის კვართის შესახებ;
IV ჯგუფი- ზუგდიდზე გამავალი ტურისტული მარშრუტების მოკლე მიმოხილვა და რუკის შემუშავება. - საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ისტ-ი.
უცხ.ს.V.12. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ტურისტული გზამკვლევი, ინფორმაციული ბროშურა).
უცხ.ს.V.22. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
· უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს (მაგ., სასწავლო მგზავრობა იმ ადგილებში, რომლებიც ამა თუ იმ მწერალს, მოღვაწეს უკავშირდება; ექსკურსია-გიდობის გაწევა უცხოენოვანებისთვის და სხვა);
· შეისწავლის უცხოენოვან წყაროებს და სწავლების ენაზე წერს ანოტაციას თითოეულ მათგანზე (მიუთითებს ავტორს, სათაურს, გამოცემის წელს, თემას/მთავარ საკითხებს);
· თარგმნის მცირე ზომის არამხატვრულ (ინფორმაციულ, შემეცნებით და სხვა) ტექსტებს. - პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი: ელისო ხურცილავა.
- ხელმძღვანელის ელფოსტა: eliso.khurtsilava@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი. elisokhurtsilava.blogspot.com.
Sunday, June 26, 2016
პროექტი
Sunday, June 5, 2016
გაკვეთილის გეგმა რუსულ ენაში
თემა: Красная площадь
მიზანი:
მოსწავლე შეძლებს:
უცხ.ს.V.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).
გაკვეთილის მსვლელობა:
A ფაზაზე გამოვიყენებ შემდეგ აქტივობებს:
ა) საშინაო დავალების მონიტორინგი (სამუშაო რვეული, გვ.13, სავ.2; ამ დავალებით მოწმდება რიგობითი რიცხვითი სახელების მართლწერის ცოდნა და უნარები) (10 წთ.)
ბ) მოსწავლეთა მოტივაციის შესაქმნელად გამოვიყენებ აქტივობას "გონებრივი იერიში". ვსვამ შემდეგ კითხვებს:
Вопрос 1. Любите ли вы путешествовать?
Ожидаемые ответы: да/нет.
Вопрос 2. Какие страны/города вы хотите посетить?
Учащиеся назовут определённые страны и города.
Вопрос 3. Как вы думаете, с какой целью путешествуют люди? (ამ კითხვის პასუხებს დავიტან დაფაზე და გავაკეთებ "აბლაბუდას") (3 წთ).
Ожидаемые ответы: чтобы познокомиться с новыми людьми; чтобы ознакомиться с бытом разных людей; чтобы посмотреть достопримечательности и т.д.
დ) გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობა, შეფასების რუბრიკის გაცნობა. (1წთ.)
"აბლაბუდაზე" მოვნიშნავ ამ უკანასკნელ მოსაზრებას და გამოვიყენებ მას ახალი გაკვეთილის თემაზე გადასასვლელად. გავაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის თემას. ვეტყვი, რომ ჩვენ გავეცნობით ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის დედაქალაქის ქ. მოსკოვის მთავარი ღირსშესანიშნაობის - წითელი მოედნისა და იქ განთავსებული რამდენიმე კულტურული ძეგლის შესახებ.
B ფაზა.
აქტივობა 1.მინილექცია პრეზენტაციით (5წთ.)
ამ ეტაპზე მოსწავლეებს ვაცნობ სლაიდშოუს მოსკოვის წითელ მოედანზე არსებული კულტურული ძეგლების შესახებ და ვაკეთებ ამ მასალის პრეზენტაციას.
აქტივობა 2. ჯგუფური მუშაობა ტექსტზე, (6 წთ.); პრეზენტაცია (5წთ.)
კლასს ვყოფ 4 ჯგუფად. ჯგუფებს გავუნაწილებ ტექსტის მასალას სახელმძღვანელოდან (გვ.21.) თითო ჯგუფი გაეცნობა ინფორმაციას თითო ღირსშესანიშნაობის შესახებ (храм Василия Блаженного; памятник Минину и Пожарскому; здание Государственного Исторического Музея; Кремль), ასევე დავურიგებ სლაიდშოუდან ამობეჭდილ დამატებით საკითხავ მასალას და დავავალებ, რომ ყოველმა ჯგუფმა წაიკითხოს წიგნისა და დარიგებული მასალის ინფორმაცია და შემდეგ გააცნოს დანარჩენ ჯგუფებს. სამუშაოდ ეძლევათ 5 წუთი და შეფასდებიან ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის სქემით.
აქტივობა 3. მოსწავლეები წარმოადგენენ ჯგუფურ ნამუშევრებს და ფასდებიან სქემის მიხედვით.
აქტივობა 4. წერით დავალებებზე მუშაობა (ინდივიდუალურად) (3წთ.)
ა) ტექსტის გააზრების შესამოწმებლად
(სახელმძღვანელო, გვ.22, სავ.3)
ბ) ლექსიკური მარაგის შესავსებად (წყვილებში) ( გვ.23, სავ.4,6). (3წთ.)
იხ. შეფასების სქემა.
C ფაზა ვაკეთებთ გაკვეთილის შეჯამებას, აქტივობით 3-2-1; (3წთ.)
აქტივობა 5. საშინაო დავალების მიცემა. (5 წთ.)
ვაძლევ ტექსტს მოყოლით, ან შეუძლიათ არჩევით მოიძიონ უფრო ვრცელი მასალა ერთ რომელიმე ისტორიულ ძეგლზე, ისწავლონ და გააკეთონ პრეზენტაცია.
ვაძლევ საშინაო დავალებას სახელმძღვანელო გვ. 23, სავ.7; გვ.24, სავ.9.
შეფასება : განმსაზვრელი.
მიზანი:
მოსწავლე შეძლებს:
- წაიკითხოს სახელმძღვანელოში ტექსტი ქ. მოსკოვის წითელ მოედანზე მდებარე ღირსშესანიშნაობების შესახებ;
- ძიებითი კითხვის ხერხის გამოყენებით საჭიროების შემთხვევაში ხმამღლა წაიკითხოს საჭირო ნაწყვეტი;
- გადმოსცეს წაკითხული ტექსტის შინაარსი;
- შეივსოს ლექსიკური მარაგი ახალი სიტყვებითა და ფრაზებით.
- წყვილსა და ჯგუფებში მუშაობის უნარი;
- მასწავლებელთან და კლასელებთან თანამშრომლობის უნარი;
- ხმამაღალი და ძიებითი კითხვის სტრატეგიის გამოყენების უნარი;
- ტექსტიდან მიღებული ინფორმაციის დახარისხებისა და სელექციის უნარი;
- ახალი ლექსიკური ერთეულების ნაცნობი სიტყვებით (სინონიმებითა და ანტონიმებით) დამახსოვრების უნარი.
- პოზიტიური დამოკიდებულება სხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების მიმართ;
- ტოლერანტული დამოკიდებულება უცხო ქვეყნის სოციო-კულტურული გარემოს მიმართ.
უცხ.ს.V.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).
·
ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
·
ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
·
ტექსტს ყოფს შინაარსობრივ ნაწილებად;
·
აჯგუფებს ინფორმაციას სხვადასხვა ნიშნით;
უცხ.ს.V.9. მოსწავლეს შეუძლია ხმამაღლა წაიკითხოს ტექსტი/ნაწყვეტი.
· იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს: კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით, სწრაფად გადაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს, სქემებს, ტაბულას და სხვა;
უცხ.ს.V.17. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.
გადმოსცემს წაკითხული/მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
უცხ.ს.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
·
ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
·
მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად, მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის
გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად;
·
ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
გაკვეთილის მსვლელობა:
A ფაზაზე გამოვიყენებ შემდეგ აქტივობებს:
ა) საშინაო დავალების მონიტორინგი (სამუშაო რვეული, გვ.13, სავ.2; ამ დავალებით მოწმდება რიგობითი რიცხვითი სახელების მართლწერის ცოდნა და უნარები) (10 წთ.)
ბ) მოსწავლეთა მოტივაციის შესაქმნელად გამოვიყენებ აქტივობას "გონებრივი იერიში". ვსვამ შემდეგ კითხვებს:
Вопрос 1. Любите ли вы путешествовать?
Ожидаемые ответы: да/нет.
Вопрос 2. Какие страны/города вы хотите посетить?
Учащиеся назовут определённые страны и города.
Вопрос 3. Как вы думаете, с какой целью путешествуют люди? (ამ კითხვის პასუხებს დავიტან დაფაზე და გავაკეთებ "აბლაბუდას") (3 წთ).
Ожидаемые ответы: чтобы познокомиться с новыми людьми; чтобы ознакомиться с бытом разных людей; чтобы посмотреть достопримечательности и т.д.
დ) გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობა, შეფასების რუბრიკის გაცნობა. (1წთ.)
"აბლაბუდაზე" მოვნიშნავ ამ უკანასკნელ მოსაზრებას და გამოვიყენებ მას ახალი გაკვეთილის თემაზე გადასასვლელად. გავაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის თემას. ვეტყვი, რომ ჩვენ გავეცნობით ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის დედაქალაქის ქ. მოსკოვის მთავარი ღირსშესანიშნაობის - წითელი მოედნისა და იქ განთავსებული რამდენიმე კულტურული ძეგლის შესახებ.
B ფაზა.
აქტივობა 1.მინილექცია პრეზენტაციით (5წთ.)
ამ ეტაპზე მოსწავლეებს ვაცნობ სლაიდშოუს მოსკოვის წითელ მოედანზე არსებული კულტურული ძეგლების შესახებ და ვაკეთებ ამ მასალის პრეზენტაციას.
აქტივობა 2. ჯგუფური მუშაობა ტექსტზე, (6 წთ.); პრეზენტაცია (5წთ.)
კლასს ვყოფ 4 ჯგუფად. ჯგუფებს გავუნაწილებ ტექსტის მასალას სახელმძღვანელოდან (გვ.21.) თითო ჯგუფი გაეცნობა ინფორმაციას თითო ღირსშესანიშნაობის შესახებ (храм Василия Блаженного; памятник Минину и Пожарскому; здание Государственного Исторического Музея; Кремль), ასევე დავურიგებ სლაიდშოუდან ამობეჭდილ დამატებით საკითხავ მასალას და დავავალებ, რომ ყოველმა ჯგუფმა წაიკითხოს წიგნისა და დარიგებული მასალის ინფორმაცია და შემდეგ გააცნოს დანარჩენ ჯგუფებს. სამუშაოდ ეძლევათ 5 წუთი და შეფასდებიან ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის სქემით.
აქტივობა 3. მოსწავლეები წარმოადგენენ ჯგუფურ ნამუშევრებს და ფასდებიან სქემის მიხედვით.
აქტივობა 4. წერით დავალებებზე მუშაობა (ინდივიდუალურად) (3წთ.)
ა) ტექსტის გააზრების შესამოწმებლად
(სახელმძღვანელო, გვ.22, სავ.3)
ბ) ლექსიკური მარაგის შესავსებად (წყვილებში) ( გვ.23, სავ.4,6). (3წთ.)
იხ. შეფასების სქემა.
C ფაზა ვაკეთებთ გაკვეთილის შეჯამებას, აქტივობით 3-2-1; (3წთ.)
აქტივობა 5. საშინაო დავალების მიცემა. (5 წთ.)
ვაძლევ ტექსტს მოყოლით, ან შეუძლიათ არჩევით მოიძიონ უფრო ვრცელი მასალა ერთ რომელიმე ისტორიულ ძეგლზე, ისწავლონ და გააკეთონ პრეზენტაცია.
ვაძლევ საშინაო დავალებას სახელმძღვანელო გვ. 23, სავ.7; გვ.24, სავ.9.
შეფასება : განმსაზვრელი.
Subscribe to:
Posts (Atom)