- პროექტის სახელწოდება: "გაიცანით ზუგდიდი".
- პროექტის მთავარი იდეა (თემა): ნასწავლი ლექსიკური მასალის, ფრაზებისა და გამოთქმების, ენობრივი კონსტრუქციების პრაქტიკული გამოყენება; საკუთარი მხარისა და ქალაქის ისტორიული ძეგლების მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის სტიმულირება; კვლევისა და შემოქმედებითობის უნარების განვითარების ხელშეწყობა.
- პროექტის თემის აქტუალობა:
ჩვენს ქალაქში რუსულენოვანი ტურისტების მოზღვავებასთან დაკავშირებით, დღის წესრიგში დგება რუსულ ენაზე ქალაქის ღირსშესანიშნაობებებზე ელემენტარული ინფორმაციის ფლობა და მათთვის მიწოდება. - პროექტის მიზნები: პრაქტიკული ამოცანის გადასაწყვეტად გამოიყენებენ ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებსა და ლექსიკურ ელემენტებს; გამოუმუშავდებათ ენობრივი ბარიერის გადალახვის უნარი და გაუჩნდებათ რუსულენოვან ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი; შეექმნებათ დადებითი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება შესასწავლი ენისადმი;
- მონაწილეთა ასაკი: X კლასი.
- ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები დააგროვეს გარკვეული ცოდნა, გადალახეს ენობრივი ბარიერი, გაუჩნდათ რუსულად ინტერაქციის სურვილი, ენის პრაქტიკულად გამოყენების შემდეგ გაუჩნდათ სტიმული და მიღწეული შედეგით გამარჯვების შეგრძნება, შექმნეს ბუკლეტები, სამარშრუტო რუკები რუსულენოვანი ტურისტებისთვის. - პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ამობეჭდილი ფოტოები, თაბახის ფურცლები, მარკერები, წებო, მაკრატელი, ინტერნეტ სივრცე, ლიტერატურა.
- პროექტის მსვლელობა, ძირითადი აქტივობები:
პროექტს დავგეგმავ მოსწავლეებთან ერთად, კლასს დავყოფ ოთხ ჯგუფად, დავალებებს გადავანაწილებ ასე:
I ჯგუფი - ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ისტორია;
II ჯგუფი- ზუგდიდის მუზეუმები;
III ჯგუფი- ისტორია ღვთისმშობლის კვართის შესახებ;
IV ჯგუფი- ზუგდიდზე გამავალი ტურისტული მარშრუტების მოკლე მიმოხილვა და რუკის შემუშავება. - საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ისტ-ი.
უცხ.ს.V.12. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ტურისტული გზამკვლევი, ინფორმაციული ბროშურა).
უცხ.ს.V.22. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
· უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს (მაგ., სასწავლო მგზავრობა იმ ადგილებში, რომლებიც ამა თუ იმ მწერალს, მოღვაწეს უკავშირდება; ექსკურსია-გიდობის გაწევა უცხოენოვანებისთვის და სხვა);
· შეისწავლის უცხოენოვან წყაროებს და სწავლების ენაზე წერს ანოტაციას თითოეულ მათგანზე (მიუთითებს ავტორს, სათაურს, გამოცემის წელს, თემას/მთავარ საკითხებს);
· თარგმნის მცირე ზომის არამხატვრულ (ინფორმაციულ, შემეცნებით და სხვა) ტექსტებს. - პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი: ელისო ხურცილავა.
- ხელმძღვანელის ელფოსტა: eliso.khurtsilava@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი. elisokhurtsilava.blogspot.com.
Sunday, June 26, 2016
პროექტი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
Merkur - Merkur - Merkur - MERKUR - Dovo
ReplyDeleteMerkur - Merkur, Merkur, Merkur, 메리트카지노 Merkur The Merkur 701 is an ultra-light duty razor, with 메리트 카지노 주소 an 1xbet korean elegant handle with a knurled handle, making it an ideal €42.00 · In stock