Tuesday, December 5, 2017

გაკვეთილის გეგმა მე- 7 კლასი /ს 1




1
სწავლების  საფეხური  და კლასი
საბაზო საფეხური, VII კლასი, დონე -ს I
2
მოსწავლეთა  რაოდენობა
19

საგანი
რუსული ენა
3
მასწავლებელი (პრაქტიკოსი)
ელისო ხურცილავა

გაკვეთილის ტიპი 
შიდა დაკვირვების გაკვეთილი
4.

გამჭოლი კომპენტეცია
·         სემიოტიკური კომპეტენცია
·         სწავლის სწავლა

5.
გაკვეთილის  თემა
Продукты и блюда
6.
განსაკუთრებული  მიდგომების
საჭიროებების  მქონე მოსწავლეები.
0

7.

მიზანი
ü  ხილ-ბოსტნეულის სახეების გაცნობა,  თემატური ლექსიკის გახსენება და გამდიდრება;
ü  შემოქმედებითი, კომუნიკაციის უნარების განვითარება.     
ü  თანამშრომლობითი, ინდივიდუალური და ჯგუფში მუშაობის უნარის გააქტიურება;
ü  პოზიტიური დამოკიდებულება  სხვა ქვეყნების სოციო-კულტურული გარემოს მიმართ და დაინტერესება მათი ნაციონალური  კერძებით;                       
ü  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.
ü    წინადადებების შედგენა  ახალი სიტყვებით და გამოყენება  საკვები პროდუქტებისა და კერძების აღწერისას.
ü  ზედსართავი სახელის არსებით სახელთან შესაბამისობის განსაზრვრა და სწორი ფორმების გამოყენება.

გაკვეთილის  მნიშვნელობა  და მისი  აქტუალობა
მოსწავლეები ასახელებენ რუსულ ენაზე  ბოსტნეულის,  ხილის სხვადასხვა სახეობებს და მათი გამოყენებით შეძლებენ კერძების მომზადებას და ამოცნობას.  გაიაზრებენ  მათი სწორად და ეფექტურად  მიღების წესებს. განსაზღვრავენ დასახელებული  ხილისა და ბოსტნეულის  შემადგენლობას  და აქტუალობას  ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად. შეძლებენ შეადგინონ,  წაიკითხონ (გაიგონ) მენიუ და კერძის მომზადების რეცეპტი. შეძლებენ აღწერონ დასახელებული ხილისა და ბოსტნეულის გავრცელებისა და მოყვანის ადგილები კლიმატური პირობებისა და წელიწადის დროის მიხედვით.  გამოიყენონ ზედსართავი სახელის სწორი ფორმები, შეუთანხმონ არსებით სახელს.  მოსწავლეებს ეცოდინებათ, რომ რუსულ ენაში ზედსართავის სახელი ყოველთვის შეესამაბება არსებით სახელს რომელსაც განსაზღვრავს (რიცხვში, სქესში და ბრუნვაში). მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან სათანადო სქემების მიხედვით ნათესაობითი ბრუნვის სამივე სქესის დაბოლოებებს, ასევე დააკვირდებიან მაგარი და რბილი ძირის დაბოლოებების შეცვლას.




8.



ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები.

მიმართულება: მოსმენა.

უცხ.ს.I.2. მოსწავლეს შეუძლია მარტივი მითითებებ და სავარჯიშოს ინსტრუქციებ მოსმენა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე;
·           ასრულებს სავარჯიშოებს.

უცხ.ს.I.10. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი ხასიათის ინფორმაციული ტექსტის წაკითხვა და გაგება.

გ. მენიუ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           ამოიცნობს რუბრიკებს (მაგ., ცხელ/ცივ კერძებ, დესერტ, სასმელებ და სხვა);
·           ამოიცნობს კერძებს/სასმელებს;


მიმართულება წერა:

 უცხ
..I.20. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი
ტექსტის     სტრუქტურის დაცვა, ფლობს ელემენტარულ   ენობრივ უნარ-ჩვევებს და შეუძლია მათი გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის (მაგ., ათანხმებს არსებით და ზედსართავ სახელებს რიცხვში/სქესში; ათანმხმებს ზმნას არსებით სახელთან პირსა და რიცხვში);

მიმართულება  ლაპარაკი:

უცხ.ს.I.23. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე (მაგ., ოჯახი, საცხოვრებელი ადგილი, არდადეგები, აქტივობები, ამინდი, საყვარელი ნივთი, ცხოველი და სხვა);
·           მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციებში (შეხვედრა, გაცნობა, კაფეში შეკვეთის მიცემა და სხვა);
·           საუბრობს ტელეფონით ყოველდღიურ სიტუაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე (მაგ., გაკვეთილების ცხრილი, შეხვედრის დანიშნ და სხვა);
·           სათანადოდ რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე;
·           ცდილობს, უცხოურ ენაზე გადმოსცეს სათქმელი სასწავლო პროცესში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით (მაგ. ვერ გავიგე“; “ეს რას ნიშნავს?”; “რვეული შინ დამრჩა”, “მათხოვე ფანქარი!და სხვა).

უცხ..I.25. მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ- ჩვევებს და იყენებს მათ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;
·         სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს.
·         დიალოგების, სკეტჩების გათამაშებისას ან მინიტექსტების ზეპირად წაკითხვისას ცდილობს დაიცვას უცხოური ენისათვის დამახასიათებელი ინტონაცია, გამოთქმა.


მიმართულება: უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)

უცხ.ს.I.29. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., შეადგინოს კულინარიული რეცეპტების კრებული, სკოლის მოსწავლეთა ნახატების/ნაკეთობების კატალოგი ვებ-გვერდზე განთავსებლად უცხოენოვანი მოსწავლეების საყურადღებოდ და სხვა).

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
·         გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს;
·         მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
·         გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას; განახორციელებს პროექტს
9.
შეფასება

 განმსაზღვრელი

შეფასების რუბრიკა თან ახლავს დანართის სახით.


10.
საკლასო მენეჯმენტი/ რესურსები
ინდივიდუალური, ჯგუფური მუშაობები, პრეზენტაციები.
კომპიუტერი, პროექტორი, ახალი სიტყვების  სქემა, ზედსართავი სახელების დაბოლოებების სქემა,  ხილის და ბოსტნეულის პოსტერები,
მულტფილმი „Репка“  http://www.dailymotion.com/video/x5dx0nf
სამუშაო მასალა: ფერადი ქაღალდები, თაბახები ხილის, ბოსტნეულის, რძისა და ხორცის პროდუქტების გამოსახულებით, სხვადასხვა  ხილი და ბოსტნეული სახეობები.

წინარე   ცოდნა.
მოსწავლეებმა იციან ზედსართავი და არსებითი სახელების გასაზღვრა.  ასახელებენ წინა  კლასებში ნასწავლ  ხილსა და ბოსტნეულს.  შეუძლიათ შექმნან კლასიფიკაცია მათი მოყვანის შესახებ.











10.











თანმიმდევრობა
 (აქტივობა  და  დრო)

1.  აქტივობა --- მისალმება, თვალსაჩინო ადგილას გამოფენილი  გაკვეთილის თემის, მიზნისა და   შეფასების კრიტერიუემების   გაცნობა. 

დრო  --2   

2. აქტივობა ---- გამოწვევა (შესავალი)
დრო  --5   თი
კლასის ორგანიზების ფორმა-- მთელი კლასი

მასწავლებელი აჩვენებს მულტფილმს „Репка“  გახმოვანების გარეშე, შემდეგ კი არსებული ცოდნის გასააქტიურებლად იყენებს  როლურ თამაშს და ახმოვანებინებს როლების მიხედვით მულტფილმს მოსწავლეებს. მასწავლებელი სვამს კითხვებს  ,,Репка“-ზე  ასოციაციური რუკის შესაქმნელად.


3. აქტივობა ---- ,,მე ვიცი“
დრო -- 3 წუთი
კლასის ორგანიზების ფორმა-- მთელი კლასი
მასწავლებელი დაფაზე თვალსაჩინო ადგილას გამოფენს  ორ ფლიპჩარტს. ერთს აწერია овощи და მეორეს фрукты .  მასწავლებელი სვამს კითხვებს  გონებრივი იერიშისათვის.
А какие фрукты и  овощи вы знаете?
Где растут фрукты?
Где растут овощи ?
Как овощи и фрукты попадают на наш стол (мы их покупаем)
Где они продаются? ( на базаре, в супермаркете, в магазине).



 4. აქტივობა  ----,, მიირთვი  ხილი და ბოსტნეული“  
დრო  --5   თი
კლასის ორგანიზების ფორმა-- მთელი კლასი. 
აღწერა:
 მაგიდაზე  დევს დიდი კალათა ოთხ-ოთხი სახეობის ბოსტნეულითა  და ხილით (ხილი და ბოსტნეული იმ რაოდენობის არის რაც საჭიროა ოთხი ჯგუფის შსაქმნელად).
მასწავლებელი მოსწავლეებს უთითებს აირჩიონ და  მიირთვან მათთვის სასურველი ხილი და ბოსტნეული.
არჩეული ხილის მიხედვით მასწავლებელი ქმნის ოთხ ჯგუფს და მოსწავლეებს აძლევს დავალებას  მომაზადონ პრეზენტაციები,   რატომ უნდა მიირთვან ხილი და ბოსტნეული, რა იციან მათი გამოიყენებისა  და სარგებლობის  შესახებ,  დაასახელონ  თუ რომელი  რომელ ვიტამინს შეიცავს.
 ვამოწმებ მათ არსებულ ცოდნას. 

5. აქტივობა  -- მინი ლექცია  ,, ხილისა და   ბოსტნეულის სარგებლობა“ (სლაიდ შოუ).
დრო:  5  წუთი;

კლასის ორგანიზების ფორმა -- მთელი კლასი

 აღწერა:
სიღრმისეულად  ახალი ინფორმაციის მიწოდება და ცოდნის გამტკიცების ხელშეწყობა.  ლექსიკის მარაგის გამდიდრება ( ახალი სიტყვების სქემა, გამოვაჩენ მანამდე ფლიპჩარტზე დაფარულად მიწერილ ახალ სიტყვებს. აქ წერია ხილ-ბოსტნეულის ის სახელები, რომლებიც არ არის სახელმძღვანელოში).

6. აქტივობა  --- ,, ჩემი სამზარეულო“  - როლური თამაში დიალოგებით.
დრო --15  წუთი
კლასის ორგანიზების ფორმა-- ჯგუფური მუშაობა

აღწერა:  უკვე არსებულ ჯგუფებს  მასწავლებელი ურიგებს საჭირო რესურებს  ( ფლიპჩარტებს, მარკერებს, ფულს)  და აძლევს ინსტრუქტაჟს მოაწყონ სამზარეულო,  გაინაწილონ როლები (მზარეული, პროდუქტების მიმწოდებელი, მენიუსა და რეცეპტის  შემდგენი), ჩამოწერონ პროდუქტების სია,  წავიდნენ მაღაზიაში (კლასის ერთ კუთხეში გაკეთებულია პროდუქტების მაღაზია ოთხი განყოფილებით: ბოსტენული, ხილი, ხორცი და თევზეული, მაღაზიაში მათ დახვდებათ გამყიდველი სადაც გაიმართება დიალოგი) იყიდონ მათთვის საჭირო   პროდუქტები,  შექმნან მენიუ და რეცეპტი და მომზადონ  კერძები. დასრულების შემთხვევაში გააკეთონ პრეზენტაცია.   ფლიპჩარტზე,  არსებული პოსტერების მიხედვით  შექმნან იმიტაცია მათ მიერ შექმნილი კერძების.





7. აქტივობა - ზედსართავი სახელის არსებით სახელთან შეწყობა სქესსა და რიცხვში.
დრო - 6  წუთი
კლასის ორგანიზების ფორმა-- ჯგუფური მუშაობა
აღწერა:  მასწავლებელი არსებულ ჯგუფებს  ურიგებს ბარათებს სადაც ჩამოთვლილია  8 არსებითი სახელი  (4 ხილი და 4  ბოსტნეული).   აძლევს დავალებას მოიფიქრონ და  დაწერონ  შესაბამისი ზედსართავი სახელები. გააკეთონ პრეზენტაცია.



8. აქტივობა -  გაკვეთილის შეფასება
დრო -4  წუთი





No comments:

Post a Comment